მინდია ჯანელიძე: ვფიქრობ, ყველაფერი იქნება კარგად
ყველა ის პროექტი და გეგმა გაგრძელდება, რომელიც ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს, – აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მთელ პირად შემადგენლობას გაწეული სამუშაოსათვის.
“ჩვენ დღეს ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ქალბატონ თინასთან მანამდეც მქონდა შეხვედრა და გავცვალეთ მოსაზრებები. ძირითადი პროცესებისა და ჩვენი შეხედულებების შესახებ ვისაუბრეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროექტი და გეგმა გაგრძელდება და მივა ბოლომდე, რაც გააძლიერებს ჩვენი ჯარის შესაძლებლობებს და ვფიქრობ, ყველაფერი იქნება კარგად”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.