შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა. საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მოადგილეებთან და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრულო პოლიციას სამახსოვრო საჩუქარი – წმინდა გიორგის ხატი გადასცა.