56 წლის ქალბატონი პურის ცხობისას თონეში ჩავარდა

56 წლის ქალბატონი პურის ცხობისას თონეში ჩავარდა, რის შედეგადაც სახე და ხელის მტევნები დაეწვა. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. ქალბატონმა, რომელიც თონეში ჩავარდა, მე-2 – მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს ექვსსაათიანი ოპერაციის შედეგად თითები შეუნარჩუნდა და ამპუტაცია არ დასჭირდა. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები