არჩილ თალაკვაძე: შალვა აბულაძე პირველად 2009 წელს შეიწყალეს

შალვა აბულაძე პირველად იყო შეწყალებული 2009 წელს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა.
„შალვა აბულაძე პირველად იყო შეწყალებული 2009 წელს, რა დროსაც სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი მოაკლდა და უნდა ითქვას ისიც, რომ ე.წ. უდოს კომისიამ ის გაანთავისუფლა 5 თვით ადრე სასჯელისგან. მე პირადად როგორც ადამიანს, რომელმაც 2 წელი იმუშავა სასჯელაღსრულების სისტემაში, ეჭვი მეპარება, რომ ის   5 თვეში შეიცვლებოდა, შეიცვლიდა იმ ღირებულებებს და ქცევას, რომელსაც ამ შემტხვევაში მიმართავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები