რა ხდება საფრანგეთში ავიაკატასტროფის ადგილზე – ვიდეო

“Airbus A320”-ის კატასტროფის ადგილზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში უკვე გავრცელდა. “ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე სპეცოპერაციაში 10 სამხედრო ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მონაწილეობს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმოჩენილია ერთი „შავი ყუთი“.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა – დიუსელდორფის რეისის – „Airbus 320“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი ემსხვერპლა. მათ შორის  ორი მცირეწლოვანი ბავშვი, 16 მოსწავლე და ორი მასწავლებელია.
კატასტროფა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ცნობილია ასევე, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ლაინერიდან უბედურების სიგნალი გააგზავნეს. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ავიაკომპანია German Wings-ს ეკუთვნის, რომელიც კომპანია Lufthansa-ში შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები