“თავისუფალმა დემოკრატებმა” ორი კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

“თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სხდომათა დარბაზიდან გასვლამდე “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე სიტყვით გამოვიდა და უმრავლესობის წევრებსა და მინისტრებს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდა.
“ხედავთ, რამხელა ინტერესია ამ საკითხისადმი. გადატენილია კომიტეტის დარბაზი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალ გაიმართოს რიგგარეშე სხდომა, იმისათვის, რომ შეკითხვებზე, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, გაეცეს პასუხი. დღევანდელი კომიტეტის სხდომა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხვალინდელი სხდომა არ ჩატარდეს და პარლამენტმა დააფიქსიროს თავისი უპატივცემულობა სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ პარლამენტის დეპუტატებს უმრავლესობიდან და მთავრობის წარმომადგენლებს, კეთილი ინებეთ და ხვალ ჩამობრძანდით ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, სადაც უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე”, – განაცხადა აბაშიძემ.
ამ განცხადების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები