ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ნიშანდობლივი იყო ის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან მოვისმინეთ, თუმცა იყო ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ დადებითი გამოხმაურება

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების გამართვა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნიშანდობლივი იყო ის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთდა.
სეფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ ერთიანი აზრი ევროპარლამენტში ჩამოყალიბებული არ არის.
„ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ამერიკის არასამართლიან ნაბიჯებს მოჰყვა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში გაუგონარი საგარეო ჩარევები. საუბარია რამდენიმე კანონზე, რომლის გადახედვასაც ევროპიდან ზოგიერთი კანონმდებელი მოგვიწოდებს.
ნიშანდობლივი იყო ის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან მოვისმინეთ, თუმცა იყო საქართველოს განვითარებისა და ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ დადებითი გამოხმაურება. ასევე მოვისმინეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დადებითად შეფასება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს შესახებ ერთიანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები