“ეს არ იყო დებატები. მე განხილვა მივამსგავსე ბავშვს, რომელიც ჩაუთქვამს სურვილს და გაღვიძებისას აღმოჩნდება, რომ ოცნება არ ასრულდა”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
“ევროპარლამენტში დებატებისას ამბობდნენ, რომ ასე შეუძლებელია გაგრძელება. მე გამახსენდა გერმანიის საელჩოს განცხადება, შვედეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, ჩვენ ვართ დემოკრატია და უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები მაშინაც კი, თუ ის არ ემთხვევა ჩვენს ოცნებას.
შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება. ეს დებატებია და შემდეგ პლენარულზე იქნება რეზოლუცია. არ ვიცი რა ჩაიწერება. შესაძლოა იყოს ისევ სანქციების დაწესებაზე მოწოდებები. რაზე უნდა იყოს სანქციები. სანქციები უნდა დაუწესდეს ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გამო? უნდა დაასანქცირონ კანონიერად არჩეული ხელისუფლება? მგონია საბჭოთა კავშირის აზროვნება შორს იყო ჩვენგან და აღმოჩნდა, რომ არა. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა მან.