ლევან მახაშვილი: ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში
“ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
მისივე თქმით, ზოგიერთი განცხადება რეალობას აცდენილი იყო.
„ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების უმრავლესობა იყო პირადი პოლიტიკური პოზიციებით ნაკარნახევი და სრულიად აცდენილი იყო რეალობას. იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდეს დემოკრატიის, ხალხის არჩევანის პატივისცემას და პარლამენტში კონსტრუქციული დიალოგისკენ, ამის ნაცვლად ზოგიერთი პარლამენტარი ეფარება ევროპარლამენტის სახელს და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ. არა მგონია, ეს იყოს ევროკავშირის ან თავად ევროპარლამენტის ღირებულებები“, – განაცხადა მახაშვილმა.