ბორჯომის მერია: სოფელ პატარა მიტარბთან მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბთან მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სოფელ პატარა მიტარბთან მისასვლელი გზის 1.026 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო.

“გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შესაბამისად მომავალშიც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები