ბექა ნაცვლიშვილი: კანდიდატურებს დადებითად ვაფასებ

მერიის ახალი კადრები ეკონომიკური გუნდისთვის კარგი შენამატია – ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ დღეს წარდგენილი საკადრო ცვლილებები და ახალი კადრები.
„კანდიდატებს მე ძალიან დადებითად ვაფასებ, გამომდინარე იქიდან, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და, შესაბამისად, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ის ძალიან ქმედითუნარიანი და პროფესიონალი ადამიანია. ირაკლი ლექვინაძეც ცნობილია საზოგადოებისთვის. ის ეკონომიკის ექსპერტია და ეკონომიკური გუნდისთვის ეს კარგი შენამატია“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები