„ტელევიზიების უმეტესობა ხელს უწყობს, წარმოაჩინონ სიტუაცია, თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია რთულად ვითარება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტელევიზიების უმეტესობა ცდილობს, განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა. როგორც პრემიერმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. მისივე თქმით, გასულ წელს პრაქტიკულად, ზრდა იყო ყველა სექტორში და სფეროში.
“ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული წელი იყო ყველაზე წარმატებული ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მათთვის ყველაზე შემოსავლიანი წელი იყო, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს რეგიონში არის მთლიანად, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ბუნებრივია, ჩვენთანაც. ასევე მთელი ევროპა განიცდის კრიზისს, ასე, რომ ჩვენ სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა და ხალხს არ აუხსნან, რა ხდება რეგიონში, წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არის რთულად ვითარება, რაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი ტყუილი და ამას სჭირდება კარგი ახსნა-განმარტება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები