თედო ჯაფარიძე: არაღიარების პოლიტიკა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

არაღიარების პოლიტიკა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ კუთხით მიმართულება არ შეიცვლება.
„რა თქმა უნდა, აქცენტი და ტრაექტორია ამ მხრივ არ იცვლება და ვერც შეიცვლება. არაღაიარების პოლიტიკა და ასევე უფრო ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთი კონტექსტია”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ასევე უცვლელია საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სდომაზე დღეს განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი იყო. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენას მომდევნო დღეებშიც განაგრძობს, ბოლოს კი იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის კომიტეტის სხდომაზე მიწვევა. დღევანდელი შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები