„იმედი მაქვს, ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დამტკიცდება“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური იმედოვნებს, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ძიძიგურის განცხადებით, ფრაქციებთან და კომიტეტებთან გვენეტაძის შეხვედრები გრძელდება. ვიცე-სპიკერის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე კარგი კანდიდატურაა.
„ორ პოლიტსაბჭოზე იყო ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე მსჯელობა და არის პოზიტიური განწყობა. თუმცა ის, რომ ცალკეულ დეპუტატს კითხვა ჰქონდეს მასთან, ჩვეულებრივი და ნორმალური პროცესია. ჩვენს ფრაქციებთან შეხვედრები მიმდინარეობს. ის შეხვდა „მრეწველების“ ფრაქციას, ფრაქცია „კონსერვატორებს“. შეხვედრა გამართა იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებში, დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოხდება მისი კანდიდატურის განხილვა. იმედი მაქვს მისი კანდიდატურა დამტკიცდება. ვფიქრობ, რომ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კარგი კანდიდატურაა“, – განაცხადა ძიძუგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები