ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ფარგლებში, თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰად ზეიბექჩს და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.
როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ბიზნესფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები