„ საქართველოში ჟურნალისტები უცემიათ, დაურბევიათ და არ მახსოვს, ვინმეს ბოდიში მოეხადოს ამაზე, ან პასუხისმგებლობა აეღოს“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, აქცია „შემოულაწუნეს“ დროს დაშავებული ფოტორეპორტიორის ირაკლი გედენიძის შესახებ ისაუბრა და სამწუხარო ფაქტი უწოდა.
„ირაკლი გედენიძის მიმართ მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ხდება. ჩვენ, როგორც აქციის ორგანიზატორებს, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. საქართველოში ჟურნალისტები უცემიათ, დაურბევიათ და არ მახსოვს, ვინმეს ბოდიში მოეხადოს, ან პასუხისმგებლობა აეღოს. ეს ადამიანი უკვე დაკავებულია, ის საკუთარმა მამამ თავისი ხელით მიიყვანა პოლიციაში. ბეგიაშვილის ჩადენილს არ ვამართლებთ, მაგრამ „დაბალი ღობის“ პრინციპი მოქმედებს, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამრბევებს ვერაფერი უქნეს და ჩვენ დაგვიწყეს ლანძღვა-გინება“,- აღნიშნა კახა კუკავამ.
რაც შეეხება აქციაზე დაზიანებულ აპარატურას, კუკავას განცხადებით, გედენიძეს მატერიალურად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები