ბორის ნემცოვის დაკრძალვიდან წამოსულმა პოლიტიკოსებმა ხელჩართული ბრძოლა გამართეს (ვიდეო)

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის დაკრძალვიდან წამოსულმა ეკატერინბურგის მერმა ევგენი როიზმანმა და ურალელმა პოლიტიკოსმა აბტონ ბაკოვმა თვითმფრინავში ხელჩართული ბრძოლა გამართეს. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის ორგანიზატორი თავად ბაკოვი იყო, რადგანაც ნასვამი საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებდა. მგზავრების თქმით, ის უმიზეზოდ ყვიროდა თვითმფრინავში. აბაკოვმა ჟურნალისტებს ინციდენტის განსხვავებული ვერსია უამბო. “ურა.რუსთან” საუბარში მან განაცხადა, რომ ” ის დააკავეს და სცემეს”. თავად მერმა კი ბრალდებები უარყო. მისი განცხადებით, ბაკოვისთვის მას “თითიც კი არ დაუკარებია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები