”საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ფაქტებზე, საგამოძიებო კომისიის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობილი შეფასება იმ დანაშაულებრივი საქმიანობის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის პერიოდში ატარებდა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო ასპარეზზეც, იყოს ფაქტებზე, საგამოძიებო კომისიის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობილი შეფასება იმ დანაშაულებრივი საქმიანობის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის პერიოდში ატარებდა. ეს უკავშირდებოდა არჩევნებს, მედიის სრულ დამორჩილებას და მონოპოლიზაციას აბსოლუტურად უკანონო ხერხებით. ეს უკავშირდებოდა ბიზნესის სრულ დამორჩილებას და რეკეტს, ადამიანების სიცოცხლის შელახვას, უფლებებს, საქართველოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გეოპოლიტიკურ მოვლენას, რასაც ჰქვია ქვეყნის 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიყვანა და საქართველოს ტერიტორიების დროებით დაკარგვა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მომავალ კვირას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.