ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გადააყენეს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გადააყენეს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს დავით უსუფაშვილმა გააცნო.
,,ჩემს სახელზე პარლამენტში შემოსულია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გვამცნობს, რომ პარლამენტის რეგლამეტის 113-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საპარლამეტო უმრავლესობის წარდგინებით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძეზე გამოწვეულია ამ თანამდებობიდან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძე არჩეული იყო უმრავლესობის წარდგინებით, ხოლო რეგლამენტის 113-ე მუხლის, მე-4 პუნტის შესაბამისად, წარმდგენ სუბიექტს უფლება აქვს გამოიწვიოს წარდგენილი პირი ამ თანმდებობიდან. ,,გთხოვთ პარლამენტმა ეს საკითხი მივიღოთ ცნობად და გაკეთდეს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი. პარლამენტის რეგლამენტი ასეთ შემთხვევაში კენჭისყრას არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიშეს მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები