დავით მათიკაშვილი ჯო უილსონზე: საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება

„საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, ამერიკელი სენატორის ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხება.

„რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს. საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება და სამწუხაროდ, არაფერზე ამბობს უარს, ოღონდაც თავისი გეზი გააგრძელოს, რაც ჩვენი ქვეყნისადმი სრულად მტრულ დამოკიდებულებას გულისხმობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები