ტრამპი: არ ველოდი, რომ პუტინი თურქეთში უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრებოდა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედგაცრუებული არ არის იმ ფაქტით, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებებს არ დაესწრება.
პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პირველად პუტინმა განაცხადა, რომელიც უკრაინის ევროპელი მოკავშირეების მიერ მოსკოვისთვის წაყენებული ცეცხლის შეწყვეტის ან სანქციების ულტიმატუმის საპასუხოდ შესთავაზა.
„არა, არ მეგონა. მე სინამდვილეში ვთქვი: „რატომ წავა, თუ მე არ მივდივარ?“ იმიტომ, რომ არ ვაპირებდი წასვლას, არ ვგეგმავდი. ამიტომ, ვთქვი: „არ მგონია, წავიდეს, თუ მე არ წავალ“. ეს სწორიც აღმოჩნდა. არ მეგონა, რომ პუტინის წასვლა შესაძლებელი იქნებოდა, მე თუ იქ არ ვიქნებოდი“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც “სიენენი” წერს, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს არაერთხელ ისაუბრა თურქეთში მოლაპარაკებებისთვის გამგზავრების შესაძლებლობაზე, რითაც სპეკულაციები გამოიწვია და მინიშნებები არაერთხელ გააკეთა.