პრემიერი „მეგობარი აქტის” საპასუხოდ მიღებულ განცხადებაზე – ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „მეგობარი აქტის” საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი.

„ძალიან მიხარია, რომ პარლამენტშიც დაინიცირდა მსგავსი შინაარსის პროექტი და აქაც არის ასახული ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისათვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები