კოტე კუბლაშვილი: უზენაესი სასამართლოს მომავალმა თავმჯდომარემ უნდა შეძლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პრეზიდენტის შერჩეული კანდიდატურის, ნინო გვენეტაძის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. მისი განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავარია, სასამართლოს დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს. მისივე თქმით, მომავალმა თავმჯდომარემ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზეც აქტიურად უნდა იმუშაოს.
“ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემცვლელი, ანუ მომდევნო თავმჯდომარე, ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, რომ მან წინ გაიხედოს, იფიქროს და გააკეთოს ის, რაც ჩვენს ხელისუფლებას ჯერ კიდევვ მისაღწევი დარჩა. მან უნდა შეძლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა”,- აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადის ამოწურვამდე, 4 დღით ადრე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და მედიასთან ათწლიანი მუშაობაც შეაჯამა.