დავით სუჯაშვილი დიმიტრი სანაკოევს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდა. როგორც “კვირას” უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები. როგორც საბჭოს მდივანმა აღნიშნა, მთავარია ურთიერთდიალოგი და ნდობის აღდგენა, რაშიც განსაკუთრებით დიდია ევროკავშირის და სადამკვირვებლო მისიების როლი. ჩვენ სწორედ უნდა წარვმართოთ დიალოგი, შევძლოთ აფხაზებისთვის და ოსებისთვის იმ ზუსტი და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანი გზავნილის სწორედ ფორმულირება, იმ უფლებებით და სიკეთეებით თანაბრად სარგებლობა რასაც საქართველო მიიგებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, დაწყებული თავისუფალი უვიზო მიმოსვლით დამთავრებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით განაცხადა დავით სუჯაშვილმა. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართველებისთვის და ოსებისთვის საერთო ინტერესებშია ერთად ააშენონ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.