ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი გუნდი არასოდეს ყოფილა დაკავებული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი გუნდი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით არასოდეს ყოფილა დაკავებული, – ამით ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის დღევნდელ განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ხალხი საქართველოს ერთგული უნდა იყოს.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მე, ასევე ყველა ჩემი თანაგუნდელი არასოდეს არ იყო დაკავებული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით და არც იქნება დაკავებული. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენ არასოდეს არ დავყოფთ ჩვენს თანამემამულეებს და თანამშრომლებს იმის მიხედვით, თუ ვისი ერთგულები არიან და, მით უმეტეს, სამინისტროს. თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ხალხი უნდა იყოს საქართველოს ერთგული და ისინი ზუსტად მათი სამსახურებრივი შეფასებიდან გამომდინარე უნდა შეფასდნენ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.