ეკონომიკის სამინისტრო “ქართული კვების კომპანიიდან“ 300 ადამიანის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო “ქართული კვების კომპანიიდან“ 300 ადამიანის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს “ქართული კვების კომპანიის” უმთავრესი პრიორიტეტი მუშა პროცესების ეფექტური მართვა და კვების ხარისხის მაქსიმალური ამაღლებაა. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კი კომპანიაში იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, მათ შორის რებრენდინგი.
“ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თანამშრომელთა სამუშაო პროცესზე დაკვირვება, თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.
ასე რომ, ინფორმაცია 300 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 14 თებერვალს შპს “ქართული კვების კომპანიას” თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების ვადა უმთავრდება. აქედან გამომდინარე, კომპანიის ყველა თანამშრომელს ავტომატურად უმთავრდება შრომითი ხელშეკრულება (2015 წლის 14 თებერვალს). რაც შეეხება “ქართული კვების კომპანიაში” დასაქმებულ პირებს, ამ დრომდე უკლებლივ ყველა თანამშრომელი კომპანიის თანამშრომლად ირიცხება. რაც შეეხება ახალ კომპანიას, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად მოხდება მის შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელება”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები