ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარი პროგრამა წარადგინა

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან ზაქარია ქუცნაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც საკუთარი ხედვა და პროგრამა წარადგინა. ქუცნაშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც კანდიდატად დაასახელეს.

“ფაქტების დადგენისას მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში წერენ, რომ იზიარებენ, ან არ იზიარებენ ამა თუ იმ მტკიცებულებას, რის შესახებაც არ ასაბუთებენ თავიანთ გადაწყვეტილებას. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ გავზარდოთ მსგავსი დასაბუთების სტანდარტი, რომ მოსამართლეები განჩინებისა და განაჩენის გამოტანის დროს ვალდებულნი იყვნენ, მტკიცებულებების გაზიარება, ან არ გაზიარება დაასაბუთონ”,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები