საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული ცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით ყოყმანობს

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ანტიკორუფციული ცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით ყოყმანობს. აღნიშნულ საკითხზე მან უკრაინულ ტელეახ “დოჟდთან” ისაუბრა:

“ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა ის, რომ ჩვენი ყოფილი მინისტრების უმეტესობა უკვე რამდენიმე თვეა რაც უკრაინაში რეფორმების გატარებით არის დაკავებული, ფაქტია. ანტიკორუფციულ ცენტრთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ორმხრივად უნდა იქნას მიღებული და კონსულტაციები ამ საკითხზე ახლაც მიმდინარეობს. სავარუდოდ, ეს 2-3 დღეში გადაწყდება”,-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები