„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება (ფოტოკოლაჟი და ვიდეო)

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება.
ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ამოცანის მზადყოფნისათვის შეფასებითი წვრთნა ჩაატარა.
სიტუაციური სწავლების დასაწყისში 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსმა, მაიორმა კობა ჩანადირმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაციურ სწავლებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. სწავლებაზე თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სიტუაციური სწავლება ორკვირიანი სპეციალური მომზადების დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების კომპლექსურად ჩვენებას ისახავდა მიზნად. წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ქვეითი ბატალიონების შეფასების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და მრჩეველთა ჯგუფის (GLT), ასევე, ავღანური კულტურისა და ენის ინსტრუქტორების მხარდაჭერით ჩატარდა.
სწავლება ავღანეთის რეალურ გარემოსთან მიახლოებული, იმიტირებული სცენარის მიხედვით გაიმართა. პირადმა შემადგენლობამ ჩაატარა კომბინირებული ოპერაცია, რომელიც ბრძოლის წინა შემოწმებას, მოძრავ სტაციონალებზე თავდასხმას, წინწაწეულ ბაზა – ენგურზე არაპირდაპირი ცეცხლით თავდასხმას, მოტორიზირებულ პატრულსა და ცენტრალურ ბაზა – შუკვანზე კომბინირებულ თავდასხმებს გულისხმობდა. ასევე, ამბოხებულებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაშავებულებისათვის დახმარების აღმოჩენასა და ადგილობრივებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. სწავლების დასკვნით ნაწილში კი, ოპერაციის დროს პირობითად დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სოფლის უხუცესებთან – მალიკებთან შურა გამართეს და მათ აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლებაში სპეციალური დანიშნულების ავტომანქანები – ჰამერები, ემრაპი, უპილოტო საფრენი საშუალებები და სამედიცინო ევაკუაციის ვერტმფრენიც იყო ჩართული.
სწავლების დასკვნით ნაწილში მინდია ჯანელიძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბატალიონის პირად შემადგენლობას მიესალმნენ.
სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. პირადმა შემადგენლობამ მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ – „კრწანისში“ გაიარა. 43-ე ბატალიონი ამოცანებზე ორიენტირებული სავარჯიშოების შესასრულებლად გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ქართველი სამხედროების მომზადების დონეს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრის (JMRC) წარმომადგენლები ქართველ დამკვირვებელ-მაკონტროლებლებთან ერთად შეაფასებენ.

885544_918620481504028_1431347723781234636_o

1399150_918620488170694_4922198052277597781_o

1932519_918620381504038_5218143006157166731_o

10847302_918620678170675_8660942598341110344_o

10904598_918620568170686_332903161101006148_o

10918925_918620648170678_924671748253772226_o

10924253_918620431504033_471243062299576405_o

10931622_918620681504008_6788252321620290987_o

10931637_918620344837375_1393088757602140417_o

10931696_918620394837370_1609403086090159042_o

10934121_918620588170684_1813857304975350139_o

10947422_918620624837347_4681818962495752609_o

10950649_918620574837352_4063455495768054095_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები