პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მოქალაქეები თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია დღეს რეგიონებშიც არის დაგეგმილი.