ზაალ ანჯაფარიძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ამაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი გარე ლობისტების კნავილი კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით ყინული დაიძრა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.
“ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი – ეს რა ქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა” – ასე ეხმაურება ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს, მანამდე ევროსაბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს ჩამოსვლა და ამაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი – ეს რა ქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა. საკითხავი ისაა, მოიყოლებს თუ არა ის ქვეშ ოპოზიციას.
P.S. მანამდე იგულაონ ცოტა ხანი კიდევ რუსთაველზე“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.