ნინო ბურჭულაძე: ცოტნე გამსახურდიამ რომ 100 დოლარი გვაჩუქა, ნაყოფიას დაფინანსებაა?

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე დეპუტატ კობა ნაყოფიას მიერ კომიტეტის დაფინანსებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი თვალით არ უნახავს.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხატის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ კობა ნაყოფია თვალითაც არ მინახავს. კომიტეტის ძირითადი ბირთვი, რომელიც ახლა ვაქტიურობთ, არ შეხვედრია ნაყოფიას. ჯერ ერთი, ნაყოფიას ჩემი ნახვა ყველაზე ნაკლებად უნდა, იქიდან გამომდინარე, რაც მე მაგაზე მაქვს დაწერილი და კობა ნაყოფიას ბრალეულობაცაა, დღეს საყდრისი რომ დაინგრა. დადოს მამალაძემ ფაქტები, რა დროს, რა გარემოებაში და ვისთან ერთად შეხვდა კომიტეტი ნაყოფიას. მეც ძალიან მაინტერესებს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, კომიტეტმა იცოდა, რომ 16 დეკემბერს წევრები პრესკონფერენციას ატარებდნენ, თუმცა ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთებას არ ელოდნენ. რაც შეეხება დაფინანსებას, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 19 აპრილის შემდეგ კომიტეტმა მხოლოდ 230 ლარის შემოწირულობა მიიღო.
“კომიტეტმა 19 აპრილის მერე ერთადერთი შემოწირულობა მიიღო 230 ლარის ოდენობით, ისიც ჩვენი ახლობლებისგან. შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ქვითრებიც წარვუდგინო. ცოტნე გამსახურდიამ  რომ 100 დოლარი გვაჩუქა, ნაყოფიას დაფინანსებაა?”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები