ზელენსკი: უკრაინა იურიდიულად არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას

უკრაინა იურიდიულად არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„სასაუბრო არაფერია. ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმაა. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინის ხალხის ტერიტორია. როგორც კი ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე მოლაპარაკებები დაიწყება, ჩვენ შევდივართ იმ ფორმატში, რომელიც სურს რუსეთს – ომის გახანგრძლივება, რადგან ყველაფერზე სწრაფად შეთანხმება შეუძლებელი იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, ზეწოლის გარეშე რუსეთთან შეთანხმება შეუძლებელია.

„12 წელია ომში ვართ, ეს უკვე პასუხია, შესაძლებელია თუ არა ზოგადად რუსეთთან შეთანხმება? ეს რიტორიკული კითხვაა. შესაძლებელია თუ არა რუსეთთან სწრაფად შეთანხმება? არა. ზეწოლის გარეშე ეს შეუძლებელია“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ზეწოლა უნდა იყოს მთელი მსოფლიოდან და პირველ რიგში, შეერთებული შტატებიდან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასეთი საკითხების ჩართვა ომის დასრულების შესახებ დისკუსიებში „პუტინის თამაშია“.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ სხვადასხვა სახის სიგნალები ისმის, მაგრამ თუ ოფიციალური მსგავსი წინადადება იქნება, უკრაინა მას დაუყოვნებლივ უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები