დასავლეთ საქართველოში ფაროსანის მონიტორინგის სისტემების განთავსება მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა სპეციალური სისტემების (ხაფანგების) განთავსება დაიწყეს. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესი დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

„მავნებლის გარკვეული რაოდენობის დაფიქსირებისთანავე დაიწყება კონტროლის ღონისძიებები. დასავლეთ საქართველოში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიები ცივი შესხურებით და თერმული ნისლის მეთოდებით დამუშავდება. აღნიშნული პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – აღნიშნა ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.

მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 8000-მდე სპეციალური ხაფანგის განთავსება; მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე. ღონისძიებები, მუნიციპალიტეტების მიხედვით, მონიტორინგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები