Financial Times: პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა, – ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომლებმაც მასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

გამოცემის წყაროების თანახმად, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონზე „პრეტენზიებზე“ უარის თქმა შეუძლია.

„ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად“, – წერს გამოცემა.

ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას, მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.

„ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს“, -განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები