რუბიო და უიტკოფი ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 23 აპრილს ლონდონში უკრაინასთან და ევროპულ სახელმწიფოებთან დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, უიტკოფმა და რუბიომ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი, ლონდონში იმყოფება და კონსულტაციებში მონაწილეობას ის მიიღებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციაში იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები