ელგუჯა ხოკრიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
საქართველო ნარჩენების მართვის კუთხით, საკანონმდებლო რეგულაციებში ევროკავშირის გამოცდილებას გაიზიარებს.