თინა ხიდაშელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

        ბოდიშს ვუხდი ყველას, მთელ საზოგადოებას ამ მორიგი გაუგებრობისთვის, რაც ბიუროს სხდომაზე იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ ანტიანექსიურ რეზოლუციაზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, დოკუმენტის ტექსტი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. „რა თქმა უნდა, ისტერიკის გარეშე დღის წესრიგში დღეს უნდა შეგვეტანა. ბოდიშს ვუხდი ყველას, მთელ საზოგადოებას ამ მორიგი გაუგებრიობისთვის, რაც ბიუროს სხდომაზე იყო. ამ საკითხზე ჩვენ გუშინ ყველანი ერთად უკვე საჯაროდ, მანამდე არასაჯაროდ, შევთანხმდით, რომ ამ კვირის დასაწყისში იქნება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. დაპირისპირების მიზეზი ანტიანექსიური რეზოლუციის რეგისტრაციის საკითხი გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროექტის დღევანდელ სესიაზე გატანას ითხოვდა, თუმცა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ რეგლამენტი მოიშველია და განაცხადა, რომ რადგან უმცირესობამ პროექტი ბიუროზე ვერ წარადგინა, მისი დარეგისტრირება და, შესაბამისად, სესიაზე გატანა ვერ მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები