ეკა კახიანი: ნინის “ცეკვავენ ვარსკვლავებში” არ უნდა ეცეკვა
მომღერალი ეკა კახიანი აცხადებს, რომ არ ელოდა, თუ მისი შვილი, მომღერალი ნინი ბადურაშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებს” ასე მოკლე დროში დატოვებდა. ეკა კახიანი: მეგონა, კარგად ცეკვავდა და კარგად მიდიოდა, მაგრამ აბსოლუტურად მოულოდნელად გავარდა. ბოლო ურთულესი ცეკვა კარგად შეასრულა. ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ გამოსაგდებად ადრე იყო. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ზუსტად ვიცი, რაც არის და როგორც არის, მაგრამ არ ვიტყვი. – მაინც რას გულისხმობთ? – არ ვილაპარაკებ ამაზე. ნუ, გასაგებია, რომ კონკურსია და ან მივა ბოლომდე, ან – არა. საერთოდ არ უნდა ეცეკვა ნინის ამ პროექტში. ოთხი წელია მიდის ჭიდაობა, იცეკვე, არ ვიცეკვებო. – რატომ არ უნდა ეცეკვა? – ნინის თავისი საქმე აქვს და საკონკურსოდ გამოსვლა არ არის მისი საქმე. – ეს ხომ სიმღერის კონკურსი არ არის? – არც ერთ კონკურსზე არ უნდა გასულიყო. არ ღირს“.
წყარო: PrimeTimeNews