ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს 60 საბრძოლო თვითმფრინავის მონაწილეობით, ირანზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას, ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
დარტყმების უმეტესობა, „ცაჰალის“ ინფორმაციით“, ირანის დედაქალაქ თეირანზე განხორციელდა. საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულია ათობით სამიზნე. მათ შორისაა რაკეტების საწარმოები, ირანის კვლევითი ცენტრების შტაბ-ბინები, სადაც ბირთვულ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა.
დაბომბილ ობიექტებს შორის არის აგრეთვე საწარმოები, რომლებიც რაკეტების კომპონენტებსა და მათი ძრავებისთვის საჭირო ნედლეულს ამზადებდნენ.
ამასთან ერთად, გასულ ღამეს ისრაელმა ირანიდან გაშვებული რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.