პაატა სალია: ჩორჩანას ეპიზოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ბუნდოვანება, იყოს მკაფიოდ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს და მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს

,,ჩორჩანას ეპიზოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ბუნდოვანება, იყოს მკაფიოდ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს და მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, რა ფაქტებს და გარემოებებს ჰქონდა ადგილი.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ჩორჩანას ეპიზოდის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ბუნდოვანება, იყოს მკაფიოდ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს და მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს. გამოძიება დაადგენს, რა ფაქტებს და გარემოებებს ჰქონდა ადგილი, ამის შემდგომ უკვე გვექნება შესაძლებლობა, უფრო დეტალურად ვისაუბროთ. გამოძიება მიმდინარეობს და მე თავს შევიკავებ სხვა კომენტარისგან“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები