არჩილ გორდულაძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აღიდგინონ მიყენებული ზიანი

„გამარტივდება მექანიზმი, რითაც დამნაშავეების ქონების რეალიზაცია და შესაბამისად დაზარალებულების დაკმაყოფილება მოხდება,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით დამზარალებლებს შეეზღუდებათ საქართველოს დატოვება.

„მთავარი მიზანი და არსია, რომ სხვადასხვა დანაშაულით დაზარალებულ ადამიანებს ჰქონდეთ ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა თავიანთი უფლებების აღდგენისთვის, ამავდროულად მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს და მოხდეს პრევენცია ახალი დანაშაულების. საკანონმდებლო ინიციატივის სიახლეების მიხედვით, გამარტივდება მექანიზმი, რითაც დამნაშავეების ქონების რეალიზაცია და შესაბამისად დაზარალებულების დაკმაყოფილება მოხდება. ამავდროულად დამნაშავეებს შეეზღუდებათ საქართველოს ტერიტორიის დატოვება, რაც უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურებას“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები