გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას, ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას და საქართველოს პარლამენტის წევრს, ზუგდიდის დელეგატს დავით კოდუას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე ათეული ჩასახლებაა.

გიორგი ჯინჭარაძემ სახელმწიფო რწმუნებულს დევნილების მიმართ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები