„საბუთები ღაღადებენ“ – მწერალთა სახლში რევაზ კვერენჩხილაძის ბეჭდურ და აუდიოწიგნებს წარადგენენ
22 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული რევაზ კვერენჩხილაძის ბეჭდური და აუდიო წიგნების – „საბუთები ღაღადებენ“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, რევაზ კვერენჩხილაძის აუდიო წიგნები ჩაწერილია სტუდია „კოტსის“ ბაზაზე, რადიოკინოს პროექტის ფარგლებში.
ამ დღეს ასევე გაიმართება მაკა კვერენჩხილაძის წიგნის „ბილიკები ამერიკისკენ“ წარდგენა, თავად საღამოს ორგანიზატორი მაკა კვერენჩხილაძე და გამომცემლობა „ბილიკები“ არის.