სოფელ რიყეთში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ხულოს მერიის ინფორმაციით, სოფელ რიყეთში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

,,პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო განათება, დამონტაჟდა საფეხბურთო ბადეები და განახლდა სტადიონის გარე ფასადი.
პროექტის განხორციელებისათვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 149 000 ლარამდე დაიხარჯა. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება პანტნარის, წაბლიანის, დანისპარაულის, ქედლების, თაგოს, საციხურის სპორტულ მოედნებს. ასევე ახალი სპორტული მოედნები აშენდება ვაშლოვანის და თეთრობის მთებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები