ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ვინც უნდა იყოს ირანის ახალი ლიდერი, ლიკვიდაციის სამიზნე იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ირანელი ლიდერი, რომელიც ხამენეის შემცვლელი გახდება, ლიკვიდირებული იქნება.

მისი განცხადება ირანის მიერ ხამენეის ვაჟის, მოჯტაბას, უზენაეს ლიდერად არჩევიდან რამდენიმე საათში გაკეთდა.

“ნებისმიერი ლიდერი, რომელიც ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დაინიშნება იმ გეგმის გასაგრძელებლად და სათავეში ჩასადგომად, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის განადგურებას, საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, თავისუფალ სამყაროს, რეგიონის ქვეყნებს და თრგუნავს ირანელ ხალხს – იქნება ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე. არ აქვს მნიშვნელობა მის სახელს ან იმ ადგილს, სადაც ის იმალება, ან დაგვემალება”,- განაცხადა კაცმა.

ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „ყველაზე ცუდი სცენარი“ აშშ-ის პრიორიტეტების მიმართ არამეგობრული კიდევ ერთი ლიდერის გამოჩენა იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები