დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე დახარჯა

აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი დონის ან საუკეთესო – როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ გვაქვს ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში წერს.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპი აცხადებს, რომ ამ იარაღებით, შესაძლებელია, ქვეყანამ “სამუდამოდ” იომოს, აშშ-ის მარაგები შევსებულია და დიდი გამარჯვებისთვისაც მზად არის.

მან ასევე ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ბევრი ძვირადღირებული იარაღის უკრაინისთვის უფასოდ გადაცემაში დაადანაშაულა, ზელენსკი კი მე-19 საუკუნის ცნობილ ამერიკელ შოუმენ ფინეას ტეილორ ბარნუმს შეადარა.

“ომები შეიძლება „უსასრულოდ“ და ძალიან წარმატებითაც კი წარიმართოს მხოლოდ ამ მარაგებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო შეიარაღებაზეც უკეთესია!). უმაღლეს დონეზე კარგი მარაგი გვაქვს, თუმცა, ჯერ იქ არ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ. დამატებით, მაღალი კლასის მრავალი შეიარაღება ჩვენთვის შენახულია საზღვარგარეთ. მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა იმაზე, რომ ყველაფერი – ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადაეცა უკრაინის „ბარნუმისთვის“ (ზელენსკი!) და როცა ამდენი უმაღლესი დონის შეიარაღება უფასოდ გასცა, არც კი იზრუნა მის ჩანაცვლებაზე. საბედნიეროდ, მე პრეზიდენტობის პირველ ვადაში აღვადგინე სამხედრო ძალები და ამას ახლაც ვაგრძელებ. შეერთებული შტატები მომარაგებულია და მზად არის დიდი გამარჯვებისთვის!” – წერს დონალდ ტრამპი.https://truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/116163464520215003

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები