“ჰეზბოლამ” ლიბანი ისრაელსა და ირანს შორის ომში ჩაითრია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მინისტრმა პალმახიმის საჰაერო ბაზაზე, თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან ერთად, ოპერატიული ბრიფინგი ჩაატარა და უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორებთან და ტექნიკურ ჯგუფებთან ისუბრა.
პრემიერ-მინისტრმა ისინი ოპერაცია „მბრდღვინავი ლომის“ დაწყებიდან მათი ქმედებებისთვის და ისრაელის მოქალაქეების დაცვისთვის შეაქო.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანზე საჰაერო თავდასხმა „დიდი ძალით“ მიმდინარეობს და განაცხადა, რომ “ჰეზბოლას“ ბოლოდროინდელი ქმედებების საპასუხოდ, საბრძოლო მოქმედებები ლიბანზეც გავრცელდა.
“ჰეზბოლამ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩვენზე თავდასხმა განახორციელა. ჩვენ უკვე დიდი ძალით ვუპასუხეთ და მომავალში კიდევ უფრო დიდი, დამატებითი ძალით ვუპასუხებთ.
ჰეზბოლა მათ ომში ჩაითრევს, რომელიც მათი არ არის, მხოლოდ იმ მასობრივი მკვლელის სიკვდილის გამო, რომელთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ“, – თქვა მან.
ნეთანიაჰუმ ლიბანის მოქალაქეებს ურჩია, „საკუთარ თავზე იზრუნონ“ და განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც თავდაცვისთვის აუცილებელია.
ცნობისთვის, ოპერაცია „მბრდღვინავი ლომი“ მეხუთე დღეა მიმდინარეობს.