ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალების მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში დრონებისა და სარაკეტო ძალების ერთობლივი თავდასხმის შედეგად, 40-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ამის შესახებ თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.
მედიის ცნობით, დუბაიში აშშ-ის სამხედრო შეკრების პუნქტზე თავდასხმის დროს ადგილზე 160-ზე მეტი საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა. დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა.