მაქსველთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს
რუსი მაგნატი, უმარ ჯაბრაილოვი, რომელიც სექს-ტრეფიკინგში მომუშავე გისლეინ მაქსველს თავის „სულის მეგობარს“ უწოდებდა, ორშაბათს, მოსკოვის ერთ-ერთ მდიდრულ საცხოვრებელში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობების თანახმად, შემთხვევა რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა, რაც მისი სახელი ჯეფრი ეპშტეინის საქმეში გამოჩნდა.
რუსული მედია პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩეჩენი ბიზნესმენი და ყოფილი სენატორი, დაახლოებით დილის 3 საათზე, თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ 67 წლის მამაკაცის ცხედრის გვერდით Luger-ის პისტოლეტი აღმოაჩინა.
პოლიცია მის გარდაცვალებას იძიებს და წინასწარი დასკვმით, სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.